NATO-ს ვილნიუსის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ რუსეთი პოლიტიკური და სამხედრო თვალსაზრისით ახლა დასუსტებულია.

"რუსეთმა აჩვენა დაყოფის პირველი ნიშნები“, - დასძინა მან ვილნიუსში გამართული ალიანსის სამიტის დახურვისას.

ემანუელ მაკრონის თქმით, ვილნიუსის სამიტი იყო ერთობის, სიმტკიცისა და ეფექტურობის მაჩვენებელი.

„მოკავშირეებმა აჩვენეს თავიანთი ერთიანობა რუსეთის ქმედებების წინაშე. მათ არა მხოლოდ აჩვენეს სრული მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, არამედ განაცხადეს, რომ ისინი ერთად იმოქმედებენ ომის დასასრულებლად და ჩვენს კონტინენტზე მშვიდობისა და სტაბილურობის აღსადგენად“, - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.