26 ნოემბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა გაიმართება უკრაინის „სამშვიდობო გეგმის“ განსახილველად. ამის შესახებ „ევროპეისკაია პრავდა“ წერს.
როგორც ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, სხდომა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა მოიწვია.
„ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ამ ოთხშაბათს იწვევს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს, რათა განიხილონ უკრაინისთვის სამშვიდობო გეგმის მომზადება და ევროკავშირის როლი ამ პროცესში“, – განაცხადა წყარომ.
მაღალჩინოსანი ასევე აღნიშნავს, რომ სხდომა სხდომა დისტანციურ რეჟიმში გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას გავრცელდა აშშ-ის 28 პუნქტიანი „სამშვიდობო გეგმა“ რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად. 23 ნოემბერს ჟენევაში აშშ-ის, უკრაინისა და ევროპის ქვეყნების წარმომადგენლები შეხვდნენ და გეგმის ახალი ვარიანტი წარადგინეს.
თარგმანი: პირველი არხი








