ესტონეთში, სამხედრო ბაზის სიახლოვეს უცნობი წარმოშობის ორი უპილოტო საფრენი აპარატი დააფიქსირეს, მათგან ერთი ქვეყნის მოკავშირე ძალებმა ჩამოაგდეს.
ამის შესახებ ესტონური მედია წერს.
ინციდენტი 17 ოქტომბერს ესტონეთის სამხრეთში მდებარე რეედოს სამხედრო ბაზის სიახლოვეს მოხდა.
ესტონეთის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენლის, ლის ვაქსმანის განცხადებით, ერთ-ერთი დრონი მოკავშირეებმა უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო შაშხანით ჩამოაგდეს.
ვაქსმანის განცხადებით, შეიარაღებულმა ძალებმა, პოლიციისა და სასაზღვრო დაცვის დეპარტამენტმა ჩამოგდებული დრონის ფრაგმენტები ვერ აღმოაჩინეს.
აღსანიშნავია, რომ რეედო მდებარეობს ესტონეთის ქალაქ ვირუსთან, რომელიც რუსეთის პსკოვის ოლქის საზღვრისპირა ქალაქ პეჩორიდან დაახლოებით 45 კილომეტრში მდებარეობს.
თარგმანი: პირველი არხი








