იერუსალიმში, მაცხოვრის აღდგომის ტაძარი, რომელიც ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებების გამო 40 დღის განმავლობაში დაკეტილი იყო, დღეს მომლოცველებისთვის გაიხსნა.
ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.
ისრაელის პოლიციის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, თავდაცვის პოლიტიკაში ცვლილებებისა და ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გამო, იერუსალიმის წმინდა ადგილები - მაცხოვრის აღდგომის ტაძარი, ტაძრის მთა და გოდების კედელი მნახველებისთვის გაიხსნება.
ხელისუფლების ცნობით, ვიზიტორთა მოსალოდნელი ზრდის გამო, გამოიცა ბრძანება გაძლიერებული ოპერატიული მზადყოფნის შესახებ. შესაბამისად, ასობით პოლიციელი, სასაზღვრო მცველი და მოხალისე განლაგდება მთელ ქალაქში, ძირითადი გზების, ძველი ქალაქისა და წმინდა ადგილების დასაცავად.




