ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა სააგენტო Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების არსებული პროცედურებით უკრაინა ბლოკის წევრი 2027 წელს ვერ გახდება.

როგორც კოსმა განაცხადა, საჭიროა ევროკავშირის გაწევრიანების პროცედურების შეცვლა, რადგან ის დღევანდელ გამოწვევებს არ პასუხობს.

"მეთოდოლოგია, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, არ შეესაბამება იმ რთულ დროს, რომელშიც ჩვენ დღეს ვცხოვრობთ", - განაცხადა ევროკომისარმა.