ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი მიესალმა გადაწყვეტილებას სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ, რომელიც შეიმუშავებს ხელშეკრულებას მონტენეგრო ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ იგი Facebook-ზე წერს.

კოსმა აღნიშნა, რომ ეს არის პირველი შემთხვევა 2013 წლის შემდეგ, როცა ევროკავშირი იწყებს მუშაობას ახალი წევრი სახელმწიფოს გაწევრიანების ხელშეკრულებაზე.

"ვულოცავ მონტენეგროს და პრემიერ-მინისტრ მილოიკო სპაიჩს! თქვენი მომავალი ევროკავშირის შემადგენლობაში რეალურ ფორმას იღებს", - განაცხადა მან.

მისი თქმით, ეს ნაბიჯი წარმოადგენს მონტენეგროს პროგრესის მკაფიო აღიარებას და ძლიერ სიგნალს რეფორმების გაგრძელებისთვის.