მოსამართლის შეურაცხყოფის საქმეზე, "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა.

სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე განაჩენი დღეს გამოცხადდა.

ნიკა მელიასთვის დღეს გამოტანილი განაჩენმა მისთვის გამოტანილი წინა განაჩენი შთანთქა და საპატიმროს კვლავ 2026 წლის დეკემბერში დატოვებს.

ცნობისთვის, მელიას ბრალდება წარდგენილი ჰქონდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფით), რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.