ჩვენ არ გვაქვს საშუალება, მივიღოთ ახალი წევრი სახელმწიფო, რომელიც დაგვასუსტებს, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ატლანტიკური საბჭოს ღონისძიებაზე განაცხადა.
"ჩვენ არ გვაქვს საშუალება, მივიღოთ ახალი წევრი სახელმწიფო, რომელიც დაგვასუსტებს. ჩვენ მეგობართა ჯგუფი არ ვართ - ჩვენ ღირებულებათა საზოგადოება ვართ და როდესაც გადაწყვეტ, გინდა იყო ამ ღირებულებათა საზოგადოების და მისი ყველა სარგებლის ნაწილი, შესაბამისად უნდა მოიქცე.
გვადანაშაულებენ, თითქოს ჩვენი დემოკრატია არ არის ნამდვილი და ჩვენი ცივილიზაცია დაღმასვლას განიცდის. ღმერთო ჩემო, ეს ნამდვილად არ არის დაღმასვლა. უბრალოდ შეხედეთ არჩევნებს უნგრეთში. მგონია, რომ ეს სრულყოფილი დასკვნაა", - განაცხადა კოსმა




