აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამების 83% ოფიციალურად უქმდება. მისივე თქმით, დანარჩენ პროგრამებს სახელმწიფო დეპარტამენტი "უფრო ეფექტურად" მართავს.
"ექვსკვირიანი განხილვის შემდეგ, ჩვენ ოფიციალურად ვაუქმებთ USAID-ის პროგრამების 83%-ს.
5200 კონტრაქტი, რომლებიც ახლა გაუქმებულია, ათობით მილიარდ დოლარს ხარჯავდა ისე, რომ ვერ ემსახურებოდა (და ზოგიერთ შემთხვევაში ზიანსაც კი აყენებდა) შეერთებული შტატების ძირითად ეროვნულ ინტერესებს.
კონგრესთან კონსულტაციის შედეგად, ჩვენ ვგეგმავთ, რომ პროგრამის დარჩენილი 18% (დაახლოებით 1000), რომელიც ინარჩუნებს დაფინანსებას, უფრო ეფექტურად განხორციელდეს სახელმწიფო დეპარტამენტის მართვის ქვეშ.
დიდი მადლობა DOGE-სა და ჩვენს დაუღალავ თანამშრომლებს, რომლებმაც მრავალი საათი იმუშავეს ამ დაგვიანებული და ისტორიული რეფორმის განსახორციელებლად", - დაწერა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ სოციალურ ქსელ X-ზე.
After a 6 week review we are officially cancelling 83% of the programs at USAID.
— Marco Rubio (@marcorubio) March 10, 2025
The 5200 contracts that are now cancelled spent tens of billions of dollars in ways that did not serve, (and in some cases even harmed), the core national interests of the United States.
In…