ამ ომს სამხედრო გადაწყვეტა არ აქვს, ის მოლაპარაკებით უნდა დასრულდეს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ თეთრ სახლში გამართულ კაბინეტის შეხვედრაზე განაცხადა.

"ამ ომს სამხედრო გადაწყვეტა არ აქვს, ის მოლაპარაკებებით უნდა დასრულდეს და მსოფლიოში არსებობს მხოლოდ ერთი ლიდერი, რომელსაც შეუძლია მხარეები მოლაპარაკებების მაგიდასთან დასვას. ეს არის ჩვენი პრეზიდენტი, აშშ-ს პრეზიდენტი, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი", - განაცხადა რუბიომ.