აშშ-ის გარეშე ნატო არ არსებობს და ეს ყველამ იცის, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ Al Jazeera-სთან ინტერვიუში განაცხადა.
"თუ ევროპაში ვინმემ გითხრათ, რომ აშშ-ს NATO-სთან თანამშრომლობის სურვილი არ აქვს, არაკეთილსინდისიერია და თამაშობს, რადგან შეერთებულ შტატებს მთელ ევროპაში ათიათასობით ჯარისკაცი ჰყავს განლაგებული, მილიარდობით დოლარის ღირებულების შეიარაღება გვაქვს ევროპის რეგიონში. ეს ყველაფერი ევროპის დასაცავადაა და არა ამერიკის.
აშშ-ის გარეშე ნატო არ არსებობს. ამას ყველა აღიარებს, მათ შორის NATO-ც. თუ ჩვენ ხვალ გადავწყვეტთ ჩვენი ძალების ევროპიდან გაყვანას, ეს იქნება NATO-ს დასასრული. ეს იციან მათ. ნატო ალიანსია და ალიანსი ნიშნავს, რომ ის ორმხრივად მოგებიანი უნდა იყოს. იმედია, რომ ამას გამოვასწორებთ.
ჩვენ არ გამოგვიყვანია ჯარი NATO-ს ქვეყნებიდან. ვინც ამას ამბობს გულწრფელი არ არის", - განაცხადა რუბიომ.








