აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიომ აცხადებს, რომ ირანს არასდროს მიეცემა უფლება, გადაწყვიტოს, ვინ გაივლის საერთაშორისო წყლებში. რუბიომ ABC-ის გადაცემა „დილა მშვიდობისა, ამერიკას“ აღნიშნა, რომ ირანთან დაკავშირებით აშშ-ის ლიდერი რამდენიმე ვარიანტს განიხილავს.
„ირანელები იმუქრებიან, რომ ჰორმუზის სრუტეში შექმნიან მუდმივ სისტემას, სადაც მათ შეეძლებათ, გადაწყვიტონ, ვინ გაივლის საერთაშორისო წყლებში. ეს არასდროს მოხდება. დონალდ ტრამპი ახლა რამდენიმე ვარიანტს განიხილავს. ომის დეპარტამენტიც“, – თქვა რუბიომ.
ამასთან, ჟურნალისტის შეკითხვაზე, ვინ არიან ის პირები ირანში, რომლებთან საუბარიც დონალდ ტრამპმა ახსენა, რუბიომ მათი ვინაობის გამჟღავნებაზე უარი თქვა, თუმცა აღნიშნა, რომ ეს ირანში არსებულ შიდა განხეთქილებაზე მიუთითებს.
„მე არ ვაპირებ, გაგიმხილოთ, ვინ არიან ეს ადამიანები, რადგან ეს, სავარაუდოდ, ირანში სხვა ჯგუფებთან პრობლემებს შეუქმნის. შეხედეთ, ირანში შიდა განხეთქილებებია და საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, რომ თუ ირანში არიან ადამიანები, რომლებიც ახლა, ყველაფრის გათვალისწინებით, მზად არიან, სხვა მიმართულებით წავიდნენ თავიანთი ქვეყნისთვის, ეს შესანიშნავი იქნება“, – განაცხადა მან.




