მადურო არ არის ვენესუელის პრეზიდენტი და მისი რეჟიმი არ არის ლეგიტიმური მთავრობა, - ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო X-ზე წერს.
"მადურო არ არის ვენესუელის პრეზიდენტი და მისი რეჟიმი არ არის ლეგიტიმური მთავრობა. მადურო არის los Soles-ის კარტელის უფროსი, ნარკოტერორისტული ორგანიზაციის, რომელიც ქვეყანას დაეუფლა და ის ბრალდებულია აშშ-ში ნარკოტიკების შეტანისთვის", - წერს მარკო რუბიო.