აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო დღეს ლიბანის პრეზიდენტ ჯოზეფ აუნს შეხვდა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა სამმხრივი ჩარჩო შეთანხმების განხორციელების საკითხი განიხილეს.
„სახელმწიფო მდივანმა პრეზიდენტ აუნის ხელმძღვანელობით ლიბანის მთავრობა გამბედაობისთვის შეაქო და დადებითად შეაფასა მისი მტკიცე ძალისხმევა, რომელიც მიზნად ისახავს ლიბანის სუვერენიტეტის აღდგენას, „ჰეზბოლას“ განიარაღებას, მისი ტერორისტული ინფრასტრუქტურის დემონტაჟსა და მშვიდობისკენ სწრაფვას. სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების ერთგულება, სამმხრივი ჩარჩო შეთანხმების წარმატებით განხორციელების მხარდაჭერისა და ლიბანის მთავრობის ძალისხმევის მხარდაჭერის მიმართ, რომელიც ქვეყნისთვის მშვიდობის, ეკონომიკური აღდგენისა და ლიბანელი ხალხისთვის უკეთესი მომავლის უზრუნველყოფას ემსახურება“, – აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ტომი პიგოტის განცხადებაში.










