ვიცე-პრემიერი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ვაშინგტონში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიწვევით, მონაწილეობს „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“ მინისტერიალში.

მარკო რუბიო ვაშინგტონში 60-ზე მეტი ქვეყნის დელეგაციას მასპინძლობს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მინისტერიალის მონაწილეებს სიტყვით უკვე მიმართა. რუბიოს თქმით, აშშ-ის ისტორიაში პირველად, პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით, ქმნიან ინფრასტრუქტურას, პარტნიორობასა და სტრატეგიას უკიდურესად მემარცხენე ტერორიზმის დასამარცხებლად.

მარკო რუბიომ მინისტერიალის მონაწილეებს მიმართა – „თქვენ აქ ხართ, რადგან თქვენს ქუჩებში თავს ესხმიან პოლიტიკურ ლიდერებს, სცემენ და ცოცხლად წვავენ პოლიციელებს, ვითარება უარესდება, მისი იგნორირება აღარ შეიძლება“.

ამასთან, მინისტერიალის მონაწილეების წინაშე სიტყვით გამოსვლისას მარკო რუბიომ აღნიშნა – „ალბათ გახსოვთ კადრი, ტელეწამყვანი იდგა ცეცხლში გახვეულ უბანში, ეკრანზე კი ეწერა, რომ „პროტესტები ძირითადად მშვიდობიანად მიმდინარეობს“, მემარცხენე ძალადობა განსაკუთრებული დაცვის ღირსად იყო ქცეული, ეს ეპოქა უნდა დასრულდეს“.

დაგეგმილია მინისტერიალზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის სიტყვით გამოსვლაც.