აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ამის შესახებ  ნათქვამია 26 მაისთან დაკავშირებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"ამერიკის შეერთებული შტატების სახელით ამ ეროვნულ დღეს ქართველ ხალხს მივესალმები.

ჩვენი ერების მეგობრობა და პარტნიორობა უკვე ოცდაათ წელზე მეტია საერთო ღირებულებებზე, დემოკრატიაზე, სუვერენიტეტსა და უკეთესი მომავლისკენ სწრაფვაზეა დაფუძნებული

ამ დღეს ვზეიმობთ ქართველი ხალხის სიმტკიცესა და გამძლეობას და ჩვენს მტკიცე კავშირებს. თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მიმართ ქართველი ხალხის სიყვარული შთამაგონებელია. ამერიკის შეერთებული შტატები იმ პარტნიორობის ერთგული რჩება, რომელიც საქართველოს უსაფრთხო და კეთილდღეობით სავსე მომავლისაკენ სწრაფვას შეესაბამება", - ნათქვამია განცხადებაში.