ნატო-ს გენერალური მდივანმა, მარკ რუტემ კითხვაზე, იქნება თუ არა უკრაინის პრეზიდენტი მიწვეული ჰააგაში, ნატო-ს სამიტზე, ჟურნალისტებს მოთმინებისკენ მოუწოდა.

ამის შესახებ მარკ რუტემ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ჰკითხეს.

„როგორც კი მოვამზადებთ პროგრამას, გამოვაქვეყნებთ მას. ამიტომ, გთხოვთ, ცოტა მოითმინოთ, მალე გამოვაცხადებთ სამიტის ზუსტ პროგრამას“, – ასე უპასუხა კითხვას მარკ რუტემ.

ხოლო, ნიდერლანდების პრემიერმა, დიკ სხოოფმა აღნიშნა, რომ მის ქვეყანას სურს ზელენსკის ნატო-ს სამიტზე მიწვევა.

„ჩვენ გვსურს პრეზიდენტ ზელენსკის მიწვევა ჰააგაში. და ეს პოზიცია კარგად არის ცნობილი გენერალური მდივნისთვის“, – განაცხადა სხოოფმა.

თარგმანი: პირველი არხი