საქართველოს ხელისუფლებამ კვლავ რეპრესიებს მიმართა და ბოლო დღეებში მრავალი ოპოზიციური ლიდერი დააპატიმრა. - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა სოციალურ ქსელში წერს.

"პროევროპული პოლიტიკოსების დაპატიმრება საქართველოს უფრო აშორებს ევროკავშირის გზისგან. პოლიტიკური დევნა უნდა შეწყდეს.

„ქართულმა ოცნებამ“ ყველა პოლიტიკური პატიმარი ახლავე უნდა გაათავისუფლოს. “, – წერს ცაჰკნა.