საქართველოში ავტორიტარიზმის კონსოლიდაციისკენ მიმართული უფრო მეტი ნეგატიური მოვლენები გზას უხსნის შემდგომ რეპრესიებს და ანადგურებს სამოქალაქო სივრცეს, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელ „იქსში“ წერს.
მარგუს ცაჰკნა ამგვარად გამოეხმაურა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გავრცელებულ ერთობლივ განცხადებას.
თარგმანი: პირველი არხი