ესტონეთი უკრაინაში ჯარებს გაგზავნის, თუ უსაფრთხოების გარანტიები სამშვიდობო ძალებსაც მოიცავს, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ NATO-ს შტაბ-ბინაში ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, ესტონეთის პოზიცია ნათელია, რომ უკრაინის მომავალი ნატოში იქნება, თუმცა სავარაუდოდ, ეს ახლა არ მოხდება.
"ჩვენ, როგორც მსურველთა კოალიციამ, აშშ-სთან ერთად, უსაფრთხოების გარანტიების მიცემა უნდა გადავწყვიტოთ, რაც ნიშნავს, რომ ევროპამ თამაშში თავისი როლი უნდა შეასრულოს. ეს ნიშნავს "ჩექმებს მიწაზე", თუ ამის საჭიროება იქნება. ესტონეთის მთავრობამ უკვე მიმდინარე წლის მარტში გადაწყვიტა, რომ საჭიროების შემთხვევაში თუ მსურველთა კოალიციის ადგილზე უსაფრთხოების გარანტიებს დააწესებს, ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ, მაშინაც კი, როდესაც ჩვენ ვართ რუსეთის მეზობელი პატარა ქვეყანა და აღმოსავლეთის ფრონტის ხაზი ნატოსთვის, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ თუ უკრაინაში მშვიდობის შენარჩუნებას შევძლებთ, მაშინ ევროპასაც უზრუნველვყოფთ. პუტინს არ შეუძლია ჩვენზე გადაწყვეტილების მიღება და ასევე, აშშ-ს არ შეუძლია ჩვენს მაგივრად გადაწყვეტილებების მიღება", – განაცხადა მან.







