17 წლის წინ, დღეს, რუსეთმა საქართველოში შეჭრით თავისი აგრესიულობა ნათლად აჩვენა, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მაგნუს ცაჰკნა სოციალურ ქსელში წერს.
"17 წლის წინ, დღეს, საქართველოს წინააღმდეგ ომის დაწყებით, რუსეთმა თავისი აგრესიულობა და იმპერიულ წარსულზე ჩაბღაუჭების სურვილი ნათლად აჩვენა.
დღეს ესტონეთი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ სრულ მხარდაჭერას კვლავ ადასტურებს.
საქართველოს ტერიტორიის მიმდინარე ოკუპაციას არასდროს დავივიწყებთ და არც ოდესმე ვაღიარებთ", - წერს ცაჰკნა.







