ამის შესახებ ინფორმაციას ავსტრალიური abcnew-ი ავრცელებს.
ავსტრალიის ახალი სამხრეთ უელსის შტატის პოლიცია აცხადებს, რომ მამაკაცი, რომელმაც გუშინ, სიდნეის სუპერმარკეტში დანით დაესხა თავს მოქალაქეებს, იდენტიფიცირებულია.
40 წლის ჯოელ კოში, რომელმაც 6 ადამიანი მოკლა და 12 დაჭრა, პოლიციის თქმით, ფსიქიკურად იყო დაავადებული.
ავსტრალიური პრესა იუწყება, რომ დაჭრილ 9 თვის ბავშვს, რომლის დედაც თავდამსხმელმა მოკლა, ოპერაცია გაუკეთდა და ამჟამად მისი მდგომარეობა მძიმე, მაგრამ სტაბილურია.