ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული ტელეკომპანია „სიენენი" ავრცელებს.

ავსტრალიაში, სიდნეის პოპულარულ ბონდი-ბიჩის პლაჟთან მდებარე სავაჭრო ცენტრში ადგილობრივი დროით დაახლოებით 15:20 საათზე, დანით შეიარაღებული პირი შეიჭრა და პოლიციის ცნობით, ექვსი კაცი მოკლა და დაჭრა, სულ მცირე, რვა კაცი. მოკლულთაგან ხუთი ქალია და ერთი კაცი, დაჭრილთა შორის ერთი 9 თვის ბავშვია.

თავდამსხმელი ადგილზე მოქალაქეების დასახმარებლად მისული ერთ-ერთი პოლიციელის მიერ ნასროლმა ტყვიამ შეაჩერა. ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის თქმით, პოლიციელი, რომელიც დანით შეიარაღებულ პირს დაუპირისპირდა და რამდენიმე მოქალაქე სიკვდილს გადაარჩინა, რა თქმა უნდა, „გმირია".

უელსის შტატის პოლიციის განცხადებით, მოკლული 40 წლის მამაკაცია, თავდასხმის მოტივი უცნობია, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ეს არ ყოფილა ტერორისტული აქტი.