საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი თვლის, რომ მხოლოდ უკრაინის ტერიტორიების სრული დეოკუპაცია იქნება ხანგრძლივი მშვიდობის გარანტია.
„მშვიდობა ხანგრძლივი ვერ იქნება, თუ არ იქნება სუვერენიტეტი, თუ არ დაბრუნდება უკრაინა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ყირიმის ჩათვლით“, - თქვა მაკრონმა TF1 და France 2 ტელე არხებთან ინტერვიუში.
მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ ის არ ცდილობს რუსეთსა და უკრაინას შორის სრულმასშტაბიანი ომის ესკალაციას, მაგრამ რუსეთის ფედერაციასა და კრემლის რეჟიმს საფრანგეთის „მოწინააღმდეგედ“ მიიჩნევს.
„დღეს რუსეთი, რა თქმა უნდა, მოწინააღმდეგეა. კრემლის რეჟიმი, მოწინააღმდეგეა. როგორც ყოველთვის ვამბობდი, ჩვენ არ ვაწარმოებთ ომს რუსეთისა და რუსი ხალხის წინააღმდეგ და მხარს ვუჭერთ უკრაინას“, - დასძინა პოლიტიკოსმა.