თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური რეჯეფ თაიფ ერდოღანის გამარჯვებით დასრულდა.

CNN TÜRK-ის ინფორმაციით, დათვლილია ბიულეტენების 99,85%. რეჟეფ თაიფ ერდოღან მხარი 27 მილიონ 725 ათას 131 კაცმა ანუ ამომრჩეველთა 52,16%-მა დაუჭირა, მის კონკურენტ ქემალ ქილიჩდაროღლუს კი 25 მილიონ 432 ათას 951 კაცმა ანუ ამომრჩეველთა 47,84%.

არჩევნების პირველ ტურის შედეგი რეჟეფ თაიფ ერდოღანმა 2,64%-ით გააუმჯობესა, ქემალ ქილიჩდაროღლუმ კი 2,96%-ით. 

მეორე ტურში მონაწილეობა 84%-ზე მეტმა ამომრჩეველმა მიიღო.