მაია სანდუ, რომელმაც მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამიმარჯვა, ქართველებს მიმართავს.

"გუშინ მოლდოველებმა გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგეს ჩვენი ევროპული გზისკენ. მაგრამ დემოკრატიისთვის ბრძოლა მოლდოვაში და მთელს რეგიონში, გრძელდება.

ქართველ ხალხს მივმართავ: მე ვაფასებ თქვენს გამძლეობასა და შეუპოვრობას, რომ ააშენოთ თავისუფალი, ევროპული მომავალი. ძლიერად დადექით, მოლდოვა თქვენთანაა", – წერს სანდუ სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, გუშინ მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა, რომელშიც, წინასწარი შედეგების თანახმად, მოქმედმა პრეზიდენტმა, პროევროპელმა მაია სანდუმ გაიმარჯვა.