ათწლეულების განმავლობაში მოსკოვი ელექტროენერგიას შანტაჟისთვის იყენებდა და ეს აღარ მოხდება, – ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ სოციალურ ქსელში წერს, რითაც რუმინეთსა და მოლდოვას შორის ელექტროგადამცემი ხაზის ამოქმედებას ეხმაურება.
მისი თქმით, ელექტროგადამცემი ხაზი მოლდოვას ევროპის ელექტროქსელთან აკავშირებს და ამასთან, კიშინიოვი რუსული გაზის შეძენაზე უარს ამბობს.
„დღეს ჩვენ გავხსენით ვულკანეშტი-კიშინიოვის ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც მოლდოვას რუმინეთთან და ევროპის ელექტროგადამცემ ქსელთან აკავშირებს. ათწლეულების განმავლობაში მოსკოვი ენერგიას ჩვენი შანტაჟისთვის იყენებდა. ეს აღარ მოხდება: მოლდოვა რუსულ გაზს საერთოდ აღარ ყიდულობს და რუმინეთთან მიმავალ კიდევ ორ ელექტროგადამცემ ხაზზე მუშაობა მიმდინარეობს. მადლობა ყველას, ვინც ეს შესაძლებელი გახადა“, – დაწერა მაია სანდუმ სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, მოლდოვა თითქმის მთლიანად იყო დამოკიდებული რუსულ გაზის კომპანია „გაზპრომზე“.
Today we launched the Vulcănești–Chișinău power line, linking Moldova to Romania and the European grid. For decades, Moscow used energy to blackmail us. No more: Moldova buys zero Russian gas, and two more power lines to Romania are on the way. Thanks to all who made it happen. https://t.co/Q8OrgDbtBV
— Maia Sandu (@sandumaiamd) November 8, 2026








