პოლიტიკოსებისა და პარლამენტის წევრების მხრიდან სიძულვილის ენა „მკაცრად უნდა იქნeს აღკვეთილი“, – ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა.

სანდუს თქმით, თუ ინტერნეტში აგრესიული რიტორიკა არ შეჩერდება, ის საბოლოოდ შეიძლება გავრცელდეს სოციალური მედიის მიღმა და სიტუაცია რეალურ ძალადობამდე მივიდეს.

მოლდოვის პრეზიდენტის თქმით, სიძულვილის ენა მიმართულია არა მხოლოდ პოლიტიკოსებისა და თანამდებობის პირების, არამედ რიგითი მოქალაქეების წინააღმდეგაც.

„ჩვენ უნდა შევჩერდეთ, ღრმად უნდა ჩავისუნთქოთ და გავიგოთ ონლაინსიძულვილის ენის შედეგები. პასუხისმგებლობა უნდა მოვითხოვოთ პოლიტიკოსებისგან, რომლებიც სიძულვილს აღვივებენ, რადგან ასე დაიწყო ფაშისტური რეჟიმი. მაპატიეთ ასეთი დრამატული მაგალითების მოყვანისთვის, მაგრამ ეს ტრაგედია, რომლის შედეგებიც კარგად არის ცნობილი, სწორედ პოლიტიკოსების მიერ გავრცელებული სიძულვილის ენით დაიწყო“, – აღნიშნა სანდუმ.

28 ივლისს მოლდოვის პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი დისკრიმინაციის, მათ შორის გენდერული ნიშნით, პრევენციისა და მასთან ბრძოლის შესახებ.