„ჩვენ ვცდილობთ, ნებისმიერ სამეწარმეო სუბიექტს შევთავაზოთ სამართლებრივი ჩარჩო და დაცვის მაღალი მექანიზიმი. მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც შესთავაზა “მეწარმეთა შესახებ” კანონმა ბიზნესს, გახლავთ სტანდარტული წესდება და 146.500-ზე მეტი ბიზნესსუბიექტი დარეგისტრირდა სწორედ სტანდარტული წესდების გამოყენებით. ეს წესდება არეგულირებს ნებისმიერ საკითხს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მათი დაცვისთვის. ამასთან, ის ზოგავს იურიდიული მომსახურებისას ხარჯებს“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, თამარ ზოდელავამ „იმედის დილის“ ეთერში განაცხადა.
თამარ ზოდელავას ინფირმაციით, ყოველმა მესამე ბიზნესსუბიეტმა სწორედ სტანდარტული წესდება გამოიყენა თავის ურთიერთობების მოსაწესრიგებლად.
"დღეის მდგომარეობით, 2022 წლის პირველი იანვრიდან დარეგისტრირებულია 430 000-ზე მეტი მეტი ბიზნესსუბიექტი, მათ შორის, 82 000-მა მოიყვანა შესაბამისობაში თავისი სარეგისტრაციო მონაცემები ახალ კანონთან“, – განაცხადა მან.
თამარ ზოდელავამ რეფრმის მიზნებიც განმარტა:
„რეფორმის ერთ-ერთი მიზანი იყო, რომ სახელმწიფოს ჰქონდეს სრული და სანდო მონაცემი, თუ რამდენი მოქმედი ბიზნესსუბიექტია საქართველოში, და ამ მონაცემებზე დაყრდნობით შესთავაზოს ბიზნესს ეკონომიკური განვითარება, პროექტები და პოლიტიკური მიმართულებები, რაც ხელს შეუწყობს ბიზნესის განვითარებას და ბაზრის დივერსიფიკაციას“.








