ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსის საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ
ბელორუსიის საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა ეგზიტპოლის გამოკითხვის შედეგები შეაჯამეს და გამოცხადდა პირველ საინფორმაციო არხზე, - იუწყება BELTA.
გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ბელორუსის რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატ ოლეგ გაიდუკევიჩს ხმა მისცა გამოკითხულთა 1,8%-მა ანა კანოპაცკაიას - 1,6%-მა, ალექსანდრე ლუკაშენკოს - 87,6%-მა. სერგეი სირანკოვმა მიიღო გამოკითხულთა ხმების 2,7%, ალექსანდრე ხიჟნიაკმა - 1,2%, ყველას წინააღმდეგ ხმა მისცა - 5,1%-მა.