ბელორუსები რუსებისთვის ზურგში სროლას არ დაუშვებენ, ეს არის ჩვენი როლი ამ ომში, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა.
ბელარუსის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის ხელმძღვანელობას, მათ შორის ვლადიმერ პუტინს, არასოდეს მოუთხოვია ბელარუსის ბრძოლაში მონაწილეობა.
„ჩვენ გვაქვს შეთანხმება რუსეთის ფედერაციასთან, რომლის მიხედვითაც, რეალურად, ერთი ჯარი გვყავს. ვილანძღებოდით, ვჩხუბობდით ყველა მიმართულებით, მაგრამ შეიარაღებული ძალები ერთიანი დარჩა. ყველაფერს, რაც გეგმით არის გათვალისწინებული – და გეგმა არ არის საიდუმლო, ჩვენ დასავლეთს ვუთხარით ამის შესახებ – ვიცავთ და ვასრულებთ“, – განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ.