დუმის დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კონსტანტინ ზატულინმა რუსულ გამოცემა "პოდიომს" უთხრა, რომ იცის, რა დაავადება აქვს ლუკაშენკოს. 

ზატულინი დიაგნოზს არ აკონკრეტებს, თუმცა ირწმუნება, რომ განსაკუთრებული არაფერი ხდება.

"ეს არ არის კოვიდი. უბრალოდ, ადამიანი ავად გახდა. მიუხედავად ამისა, თავი მოვალედ ჩათვალა, რომ მოსკოვში ჩამოსულიყო, იმავე საღამოს კი, ღონისძიებები მინსკში გამართა. ალბათ, გარკვეული დასვენება სჭირდება. ეს არის და ეს", - განაცხადა ზატულინმა.