დიდი ბრიტანეთის საფინანსო პალატის კომიტეტში მიიღეს ანგარიში, რომლის მიხედვით, ლონდონის ცნობილი "ბიგ-ბენის" საათი 4 თვის განმავლობაში, სარესტავრაციო სამუშაოებისათვს უნდა გაჩერდეს, - აღნიშნულის შესახებ სააგენტო The Guardians-ი წერს.

"მოცემულ მომენტში საათს აქვს ქრონიკული პრობლემები, რომელთა გაუარესების შემთხვევაში, საათი შეიძლება გაჩერდეს. ასევე, საჭიროა მეტალის ეროზიის შეჩერებისათვის შესაბამისი ზომების მიღება, სახურავის ბზარების რესტავრაცია და სხვა სტრუქტურული დეფექტების აღმოფხვრა", - აღნიშნულია ანგარიშში.

წარდგენილ ანგარიშში მოცემული გათვლების მიხედვით, საათის რესტავრაციას დაახლოებით 29,2 მილიონი ბრიტანული ფუნტი დასჭირდება, ხოლო ბრიტანეთის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რესტავრაციას 4,9 ბრიტანული ფუნტი დასჭირდება და არ გამორიცხავენ, რომ მთლიანობაში,  საათის რესტავრაციის ხარჯებმა შეიძლება 40 მილიონ ფუნტს მიაღწიოს.

იმ შემთხვევაში, თუ რესტავრაცია დაიწყება, "ბიგ-ბენის" 156 წლიანი არსებობის განმავლობაში, ეს საათის გაჩერების ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი იქნება. ამ ეტაპზე კი, საათის მუშაობის გაჩერების ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი - 26 დღეა, რაც 1976 წლის სარემონტო სამუშაოებმა გამოიწვია.