შეერთებული შტატები არ გეგმავს თავისი ჯარების გაყვანას სირიიდან, მიუხედავად იმისა, რომ მათზე თავდასხმები გახშირდა ბოლო კვირებში ტერორისტული ჯგუფების მხრიდან. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ის, რაც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მოხდა, არ გვაიძულებს, განვიხილოთ სირიიდან ჯარების გაყვანის საკითხი", - თქვა პენტაგონის ხელმძღვანელმა.
იმავდროულად, მისი თქმით, მიმდინარეობს განხილვა ერაყის ხელისუფლებასთან ახლო აღმოსავლეთის ამ ქვეყანაში ამერიკელი ჯარების შემდგომის ყოფნის თაობაზე.