აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი თელ-ავივში ჩავიდა.

ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ისრაელელ კოლეგას, იოავ გალანტსა და პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება.

პენტაგონის განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეხვედრებზე განიხილავენ ისრაელის ოპერატიულ დაგეგმარებასა და ამოცანებს, ასევე ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭირო დახმარებას.