ამის შესახებ ფრანგული გამოცემა 20minutes წერს.

მოძრაობა მოძრაობა Riposte Alimentaire-ს ორმა აქტივისტმა ლიონის სახვითი ხელოვნების მუზეუმში წვნიანი შეასხა ფრანგი ფერმწერის, იმპრესიონიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლის, კლოდ მონეს ნახატს „გაზაფხული".

„ეს გაზაფხული იქნება ერთადერთი, რაც დაგვრჩება, თუ არ ვიმოქმედებთ. რას დახატავენ ჩვენი მომავალი მხატვრები? რაზე ვიოცნებოთ, თუ გაზაფხული აღარ იქნება? “, - სკანდირებდნენ აქტივისტები მას შემდეგ, რაც ნამუშევარს წვნიანი შეასხეს.  

შეგახსენებთ, რომ 28 იანვარს Riposte Alimentaire-ს აქტივისტებმა  ლუვრში „მონა ლიზას" შეასხეს წვნიანი.