ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
ეკოაქტივისტებმა ლუვრში „მონა ლიზას" გოგრის წვნიანი შეასხეს და „ჯანსაღი და ორგანული საკვების" უფლების დაცვისკენ მოუწოდეს.
მედია საშუალებების მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანან ქალები, რომლებიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ხელოვნების ნიმუშს წვნიანს ასხამენ, შემდეგ კი ამბობენ: „რა არის უფრო მნიშვნელოვანი? ხელოვნება თუ ჯანსაღი და მდგრადი საკვების უფლება?"
ამის შემდეგ ქალები თავიანთი პროტესტის საფრანგეთში მიმდინარე ფერმერთა აქციასთან დაკავშირებას ცდილობენ და აცხადებენ, რომ სოფლის მეურნეობის სისტემა ავად არის, ფერმერები კი სამსახურში იღუპებიან.
აქციაზე პასუხისმგებლობა აიღო ჯგუფმა სახელად Riposte Alimentaire (საკვების შეკამათება).
ლუვრის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მოძრაობა Riposte Alimentaire წევრებმა ნახატს გოგრის წვნიანი შეასხურეს ადგილობრივი დროით 10:00 საათზე და დარბაზიდან ხალხის ევაკუაციის და დასუფთავების სამუშაოების შემდეგ, 11:30 საათიდან, მუზეუმის სტუმრებს კვლავ მიეცათ საშუალება ეხილათ „მონა ლიზა", რომელიც არანაირად არ დაზიანებულა.
ინციდენტის შემდეგ X-ზე ატვირთულ განცხადებაში Riposte Alimentaire-მ მოითხოვა ყოველთვიურად 150 ევროს ღირებულების ბარათების გაცემა მოქალაქეებზე, რათა მათ შეძლონ ჯანსაღი საკვების შეძენა.
ლუვრის დირექციის განცხადებით, მუზეუმი შეიტანს საჩივარს შეიტანს.
„მონა ლიზა", ისევე როგორც ჩვენი მემკვიდრეობა, მომავალ თაობებს ეკუთვნის. ვერანაირი მიზეზით ვერ გამართლდება, რომ ის თავდასხმის სამიზნე გახდა, - წერს საფრანგეთის კულტურის მინისტრმა რაშიდა დატი
La Joconde, comme notre patrimoine, appartient aux générations futures.
— Rachida Dati ن (@datirachida) January 28, 2024
Aucune cause ne peut justifier qu’il soit pris pour cible !
J’adresse tout mon soutien aux personnels du @museeLouvre.