დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ზუსტი საზღვრების დადგენა შესაძლებლობას მისცემს ადგილობრივ მოსახლეობას საკუთრებაში დაირეგისტრირონ და სურვილისამებრ განკარგონ ის მიწის ნაკვეთები, რომლებიც ეროვნული პარკის შექმნის შედეგად პარკის საზღვრებში მოექცა.
დემარკაციის დროს, დაცული ტერიტორიების საზღვრებიდან იმიჯნება კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები, მოქმედი საკულტო ნაგებობები, ელექტროგადამცემი ხაზების ანძები და სხვა ისეთი ინფრასტრუქტურული ობიექტები, რომლებიც დაცული ტერიტორიისთვის დამახასიათებელი არ არის.
სადემარკაციო სამუშაოები ტარდება ყოველი ახალი დაცული ტერიტორიის შექმნის ან არსებული ტერიტორიის გაფართოების შემდეგ.
კვერეთის აღკვეთილი, ზემო იმერეთში, საჩხერის მუნიციპალიტეტში 2023 წელს დაარსდა. - ნათქვამია სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.









