ამის შესახებ ინფორმაციას შვედური aftonbladet-ი ავრცელებს.

სამშაბათს, 25 მარტს, ლიეუტუვაში, ბელარუსის საზღვართან ახლოს საწვრთნელი მისიის დროს დაკარგული პირველი ბრიგადის, მე-3 ქვეითი დივიზიის ოთხი ამერიკელი  ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს.  

პირველადი, ჯერ კიდევ დაუზუსტებელი ინფორმაციით, აშშ-ის არმიის ჯავშანმანქანა, რომელშიც ჯარისკაცები იმყოფებოდნენ ჭაობში ჩავარდა. ლიეტვის შეიარაღებულმა ძალებმა დაადგინეს ინციდენტის შესაძლო ადგილი და ხელმძღვანელობდნენ სამძებრო-სამაშველო ოპერაციას სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტისა და სხვა უწყებების მხარდაჭერით.


განახლება 21:35 საათი: tv3.lt-ის მიერ ახლახან გავრცელებული ინფორმაციით, ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რიუტემ ამერიკელი ჯარისკაცების გარდაცვალება დაადასტურა