ლიბიაში ქარიშხლისა და წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 6 000-ს გადააჭარბა, ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 10 000 ადამიანი.

საპორტო ქალაქ დერნაში, სადაც სტიქიის გამო ორი კაშხალი დაზიანდა, სანაპირო დასახლება წყალმა მთლიანად წალეკა.

ლიბიაში გაეროს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ დერნაში წყალდიდობის გამო 30 000-ზე მეტი ადამიანი იძულებით გადაადგილებულია.

რეგიონში ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანმა დაზიანებამ ზოგიერთი დაზარალებული რეგიონი ჰუმანიტარული ჯგუფებისთვის მიუღწეველი გახადა.