SOCAR-ის ცნობით, Italiana Petroli-ს (IP) აქციების 99.82%-ის API Holding-ისგან შეძენის ტრანზაქციის დასრულების შემდეგ, საქართველოს ყოფილი ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი IP-ის აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს. იტალიური გამოცემის ცნობით, დავითაშვილი კომპანიაში მმართველ დირექტორის პოზიციასაც შეითავსებს.

ჯგუფის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, დავითაშვილი უხელმძღვანელებს IP-ის ოპერაციებს იტალიაში, "ბიზნესის უწყვეტობის უზრუნველყოფის, მისი პოზიციის შენარჩუნებისა და შემდგომი გაძლიერების, ასევე კომპანიის SOCAR ჯგუფში ინტეგრაციის ზედამხედველობის მიზნით".

"დავითაშვილი დანიშვნა ასახავს SOCAR-ის ერთგულებას იტალიის მიმართ თავდადებული ლიდერობის მეშვეობით, რომელსაც შეუძლია ჯგუფის საერთაშორისო სამრეწველო სიძლიერისა და სტრატეგიული ხედვის შერწყმა ადგილობრივი ბაზრისა და ინსტიტუციური ლანდშაფტის ღრმა გაგებასთან", - წერია განცხადებაში.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ლევან დავითაშვილი თავისუფლად ფლობს იტალიურ ენას, აქვს 25 წელზე მეტხნიანი გამოცდილება როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში მუშაობის.