ამის შესახებ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ.

სანკტ-პეტერბურგის და ლენინგრადის ოლქის შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სამმართველოს პრესსამსახურმა 21 მაისს ოფიციალური განცხადებით დაადასტურა, რომ 20 მაისს, დაახლოებით 13:30 საათზე, პრიოზერსკის ოლქის სოფელ მიჩურინსკოეს მახლობლად, პესკი-სოსნოვო-პოდგორის გზატკეცილის 49-ე კილომეტრზე, 1972 წელს დაბადებულმა მამაკაცმა, რომელიც მოტოციკლ Triumph Bonneville T120-ს მართავდა, მარჯვნივ მოხვევისას კონტროლი დაკარგა და შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადავიდა, სადაც Haval-ს შეეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა.

საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, გარდაცვლილი „ბალტიის საწვავის კომპანიასთან“დაკავშირებული ბიზნესმენი მიხეილ სმირნოვია.  იგი 2024 წლამდე  ფლობდა შპს „ნევა ოილის“ 50%-ს და ასევე იყო შპს „ბალტიის საწვავის კომპანიის“ თანამფლობელი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე. 2026 წლისთვის კი ბიზნესმენმა ყველა ძირითადი აქტივი ჩამოიშორა.

გამოცემა „დელოვოი პეტერბურგის“ მონაცემებით, 2024 წელს ბიზნესმენმა რუსი მილიარდერების რეიტინგში 108-ე ადგილი დაიკავა