უკრაინის მხარეს მებრძოლი ბატალიონი Cвобода России საკუთარ ტელეგრამ არხზე წერს, რომ მათი ოპერაცია ბელგოროდში ამ დრომდე გრძელდება.
"დღეს ჩვენმა ლეგიონერებმა პუტინის ურდოში დიდი ხმაური გამოიწვიეს: ჩვენ რუსეთის მოტომსროლელი ასეულის დემილიტარიზაცია მოვახდინეთ, განადგურებულია რამდენიმე ერთეული ჯავშანტექნიკა",- ნათქვამია ლეგიონის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის მიერ გავრცელებული მონაცემები რუსული ბატალიონის დანაკარგების შესახებ უბრალოდ გამოგონილია და ამის დამადასტურებელი ვიდეომასალები მალე გავრცელდება.
"გასული დღე-ღამის განმავლობაში პუტინის მეომრებს დიდი წარმატება არ ჰქონიათ. სამაგიეროდ აჩვენეს შესანიშნავი შედეგები შორ მანძილზე გაქცევის დისციპლინაში. ჩვენ მივიწევთ ჩვენი მიზნისკენ - რუსეთის სრულ თავისუფლებამდე",- ნათქვამია განცხადებაში.