რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით 2008 წელს მიღებული გადაწყვეტილება ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის შესახებ გადახედვას არ ექვემდებარება. ამის შესახებ სერგეი ლავროვმა საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დროს განაცხადა.
"ჩვენ გავაგრძელებთ მეგობრების დახმარებას უსაფრთხოებისა და სოციალუ-ეკონომიკური სფეროს განვითარებაში, ასევე, სხვა მიმართულებებით, სახელმწიფოს გაძლიერებაში როგორც ამას ორმხრივი შეთანხმებები ითვალისწინებს. ჩვენი გზა მხოლოდ წინ მიდის - 2008 წლის გადაწყვეტილება გადახედვას არ ექვემდებარება",- განაცხადა ლავროვმა.
ლავროვი ასევე შეეხო ჟენევის დისკუსიების სხვა ქალაქში გადატანის საკითხს და განაცხადა, რომ საკითხზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს.