რუსეთი საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, უკრაინაში დაუყოვნებელი ცეცხლის შეწყვეტა ნიშნავდა, რომ მისი უმეტესი ნაწილი ნაცისტების კონტროლის ქვეშ დარჩებოდა.

"ცეცხლის შეწყვეტა ახლა მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავდა – უკრაინის უდიდესი ნაწილი ნაცისტური რეჟიმის კონტროლის ქვეშ დარჩებოდა, უკრაინის ამ ნაწილში ეს იქნებოდა დედამიწაზე ერთადერთი ადგილი, სადაც მთელი ენა კანონით აკრძალულია, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ფაქტზე, რომ ეს გაეროს ოფიციალური ენაა და მოსახლეობის უმრავლესობის სალაპარაკო ენაა". - თქვა ლავროვმა.