რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა CBS News-სთან ინტერვიუში რუსეთის მიერ ოკუპირებული ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურის მმართველობაში ნებისმიერი ცვლილების იდეა უარყო, მათ შორის სადგურის აშშ-ს კონტროლის გადასვლის შემოთავაზება.

"არა, ჩვენ ასეთი შეთავაზება არასდროს მიგვიღია და თუ მივიღებთ, ავუხსნით, რომ სადგურს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კორპორაცია "როსატომი" მართავს" -  თქვა ლავროვმა

მან ასევე აღნიშნა, რომ სადგური საერთაშორისო ბირთვული ენერგიის სააგენტოს (IAEA) პერსონალის მხრიდან მუდმივ მონიტორინგს გადის და მას საფრთხეს მხოლოდ უკრაინული მხარის იერიშები უქმნის.

როდესაც ჟურნალისტმა ჰკითხა, ითვალისწინებდა თუ არა ეს პასუხი აშშ-ს მიერ სადგურის მართვის შესახებ გავრცელებულ წინადადებას, ლავროვმა უპასუხა - "არა, არ ვფიქრობ, რომ რაიმე ცვლილება შესაძლებელია. როგორც უკვე ვთქვი, მსგავსი სპეციფიკის შემცველი წინადადება არ მიგვიღია"