ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.

როგორც ლატვიის საგარეო პოლიტიკურ უწყებაში განაცხადეს, მან ქვეყანა 10 აპრილამდე უნდა დატოვოს.

მიზეზი, როგორც ირკვევა, ლატვიის გაფრთხილებების გაუთვალისწინებლობაა.

"2024 წლის 27 მარტს რუსეთის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ოლეგ ზიკოვი ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მკაცრი გაფრთხილებების მიუხედავად, რუსეთის საელჩო აგრძელებს არაკორექტულ საჯარო კომუნიკაციას, რომელიც მიზნად ლატვიის სახელმწიფოს საჯარო ინსტიტუტებისა და ხელისუფლების დისკრედიტაციას, ასევე ლატვიაში საზოგადოებაში სიძულვილის გაღვივებას ისახავს. ეს ვენეციის კომისიას მკაცრად ეწინააღმდეგება", - წერს უწყება.