ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის გაბრიელიუს ლანდსბერგისი ეხმიანება ლატვიის განცხადებას ქვეყნის ტერიტორიაზე პირველი რუსული დრონის ჩამოვარდნის შესახებ.

„3 წლის წინ წარმოუდგენელი ინციდენტები დღეს რუტინად განიხილება. არაფერი არ უნდა დაეშვას უკრაინის, ლატვიის ან NATO-ს ტერიტორიაზე სადმე, მაგრამ ეს არის ახალი რეალობა, რომელიც ჩვენმა უმოქმედობამ წარმოქმნა“, - წერს გაბრიელიუს ლანდსბერგისი სოციალურ პლატფორმა X-ზე.