უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრი კულება დარწმუნებულია, რომ ადრე თუ გვიან დასავლელი მოკავშირეები მიიღებენ გადაწყვეტილებას უკრაინისთვის F-16 ტიპის ავიაგამანადგურებლების გადაცემის შესახებ.
დმიტრი კულებამ 1+1-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებაზე გადაწყვეტილების მიღება დროის საკითხია და გამოთქვა წუხილი, რომ მოკავშირეების ყოყმანის გამო, უკრაინა ადამიანების სიცოცხლით კიდევ უფრო დიდ ფასს იხდის.
"F-16-ები გვექნება, ეს მხოლოდ დროის საკითხია. ვფიქრობ, რომ ეს დამოკიდებული იქნება აშშ-ის გადაწყვეტილებასა და კონტრშეტევის შედეგებზე", - აღნიშნა კულებამ.
"F-16-ები უკვე რომ გვქონოდა, ჩვენი კონტრშეტევა გაცილებით სწრაფი იქნებოდა, და ჩვენ შევძლებდით მეტი სამხედროსა და მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლის გადარჩენას, რომლებსაც ზიანი ადგებათ სარაკეტო დარტყმების შედეგად", - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.