უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, 24 თებერვლისთვის, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დაწესდება.

"24 თებერვლისთვის ახალი სანქციები იქნება. ისინი გამოცხადდება სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა ინსტიტუტში. ესეც ერთიანობის ამ სიგნალის ნაწილი იქნება გამარჯვების გულისთვის.

გაეროში, კიევში, მსოფლიოს ბევრ სხვა დედაქალაქში გაიმართება სხვადასხვა ღონისძიება, რომელიც ძალიან მკაფიო გზავნილს გაუგზავნის პრეზიდენტ პუტინს: თუ თქვენ, პუტინი, ფიქრობთ, რომ დრო თქვენს მხარესაა, მაშინ ძალიან ცდებით. იმიტომ, რომ უკრაინასთან ერთობა დღითი დღე იზრდება და ამ ომში აუცილებლად დამარცხდებით", - თქვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.